ავტორიზაცია

"ის ჩვენთვის შეტევაში დიდი აქტივია "- ბორდოს მწვრთნელი დავითაშვილზე

"ის ჩვენთვის შეტევაში დიდი აქტივია "- ბორდოს მწვრთნელი დავითაშვილზე
თარიღი 17 სექ 2022, 21:01

საფრანგეთის ლიგა 2-ში "ბორდი" "დიჟონს" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

მატჩის გმირი ზურიკო დავითაშვილი იყო, რომელმაც 87-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა. დავითაშვილმა სადებიუტო მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა და 7.0 შეფასება დაიმსახურა.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე "ბორდოს" მთავარმა მწვრთნელმა დავიდ გუიონმა ქართველი შემტევის  შესახებ ისაუბრა.

"დავითაშვილი?  საუკეთესო მოთამაშეა. ძალიან ტექნიკურია და მომენტებსაც კარგად ასრულებს. თქვენ ხედავთ, რომ მას საკმაო გამოცდილება აქვს. მან უკვე რამდენიმე სეზონი ითამაშა მაღალ დონეზე და ასევე, სანაკრებო გამოცდილებაც დაუგროვდა. მატჩის მიწურულს ფიზიკურად გადაღლილი იყო, მაგრამ ფეხი არ აუკანკალდა. 

ზურიკომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, იცოდა რასაც აკეთებდა, ეს ყველაფერი გვაძლევს მეტ ეფექტურობას. ვარჯიშებზე ეს უკვე ნანახი გვქონდა, ვფიქრობ, ბორდოსთვის ის კარგი შენაძნია. 

რაც მასში მომეწონა მისი ხასიათია, ის არ დანებდა. მას პირველივე წუთებზე ჰქონდა შანსი, თუმცა მეკარემ აუღო. დავითაშვილი არის ბიჭი რომელიც მომენტებს ჰქმნის და ის ჩვენთვის შეტევაში დიდი აქტივია ",- თქვა გუიონმა.