ავტორიზაცია

კოსტაკურტა კვარაცხელიაზე: "ძალიან მაინტერესებს მისი კალაბრიას წინააღმდეგ თამაშის ხილვა"

კოსტაკურტა კვარაცხელიაზე: "ძალიან მაინტერესებს მისი კალაბრიას წინააღმდეგ თამაშის ხილვა"
თარიღი 18 სექ 2022, 13:30

დღეს, სერია A-ს მე-7 ტურში "მილანის" საკუთარ მოედანზე "ნაპოლის" დაუპირისპირდება.

იტალიის ჩემპიონატის ლიდერთა მატჩი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. "მილანის" ყოფილმა მცველმა ალესანდრო კოსტაკურტამ ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა. 

იტალიელმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საინტერესო იქნება მისი კალაბრიასთან დაპირისპირება.

"ძალიან დიდი თვისებების მქონე ფეხბურთელია, ეს კი გადამწყვეტი ფაქტორია 21 წლის ბიჭისთვის, რომელიც ახლახანს გადავიდა სერია A-ს გუნდში, მეჩვენება, რომ ის უკვე მენტალურად კარგად არის მომზადებული. 

ძალიან მაინტერესებს მისი კალაბრიას წინააღმდეგ თამაშის ხილვა, რომელსაც მე საერთაშორისო დონის მცველად ვთვლი. დავიდე თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში ",- თქვა კოსტაკურტამ.