ავტორიზაცია

"რატომ არ დავიმატეთ დემბელე?", - პსჟ-ს დირექტორმა დაადასტურა, რომ ინტერესი იყო და მიზეზიც დაასახელა

"რატომ არ დავიმატეთ დემბელე?", - პსჟ-ს დირექტორმა დაადასტურა, რომ ინტერესი იყო და მიზეზიც დაასახელა
თარიღი 18 სექ 2022, 20:09

„პსჟ-ს“ დირექტორმა, ლუიშ კამპუშმა, ისაუბრა, თუ რატომ არ მოისურვა გასულ ზაფხულს პარიზულმა გუნდმა უსმან დემბელეს დამატება.

ფრანგ შემტევს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი ამოწურული ჰქონდა და ნებისმიერ გუნდში გადასვლა სრულიად უფასოდ შეეძლო. მისით „ჩელსი“ და „პსჟ“ ინტერესდებოდნენ, თუმცა საბოლოოდ ის „ბარსაში“ დარჩა.

„რატომ არ დავიმატეთ დემბელე? იმიტომ, რომ ის ვინგერია, ჩვენ კი სხვა სისტემით ვთამაშობთ.

დემბელე ძალიან მომწონს, მაგრამ სრულიად სხვა გეგმები გვქონდა.“ - აღნიშნა კამპუშმა.

ყველაზე აქტიურად, დემბელესადმი ინტერესს „პსჟ“ მაშინ ავლენდა, როცა გუნდის სპორტული დირექტორი ჯერ კიდევ ლეონარდო იყო.