სან სიროდან პირდაპირ თბილისში - ხვიჩა კვარაცხელია დღეს სამშობლოში ჩამოვა
იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში "ნაპოლი" "მილანს" ესტუმრა და 1:2 დაამარცხა.
მორიგი კარგი მატჩი ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც 87 წუთი ითამაშა და პენალტიც მოიპოვა.
მატჩის დასრულებისთანავე ხვიჩა სან სიროდან პირდაპირ აეროპორტში გაეშურა და დღეს სამშობლოში ჩამოვა.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის შეკრებას სწორედ დღეს იწყებს.
ვილი სანიოლის გუნდი 23 სექტემბერს თბილისში ჩრდ.მაკედონიას, 26 სექტემბერს კი სტუმრად გიბრალტარს შეხვდება.
ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი