ავტორიზაცია

იძულებითი ცვლილება: საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო ფეხბურთელი გამოაკლდა

იძულებითი ცვლილება: საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო ფეხბურთელი გამოაკლდა
თარიღი 19 Sep 2022, 17:31

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეიდან უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას იწყებს.

ვილი სანიოლის გუნდი პირველ ვარჯიშს ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე არასრული შემადგენლობით გამართავს. რამდენიმე ლეგიონერი ნაკრების საწვრთნელ შეკრებას 20 სექტემბრიდან შეუერთდება.

მთავარი მწვრთნელის მიერ დასახელებულ პირველად შემადგენლობაში ერთი იძულებითი ცვლილებაა. დინამო თბილისის წევრმა ჯიმი ტაბიძემ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში სათამაშო ეპიზოდში შეჯახებისას ტვინის შერყევა მიიღო  და ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება.

ჯიმი ტაბიძეს საქართველოს ნაკრების განაცხადში ბათუმის დინამოს წევრი გრიგოლ ჩაბრაძე შეცვლის.