კავაზაშვილი საზანოვზე: "არ მესმისის მისი გადაწყვეტილების, ალბათ ხვიჩასავით ევროპაში თამაში სურს"
მოსკოვის "დინამოს" მცველმა საბა საზანოვმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. 20 წლის ფეხბურთელი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს.
ამ გადაწყვეტილებას რუსულ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წარსულში ცნობილი მეკარე ანზორ კავაზაშვილმა მისი გადაწყვეტილება შეაფასა და გადაწყვეტილების მიზეზებზეც ისაუბრა.
"ვფიქრობ, თუ ახლა არ წავა საქართველოში სათამაშოდ, აღარასოდეს მიიწვევენ იქ. არ მესმის, რატომ თქვა უარი საზონოვმა რუსეთის ნაკრებში გამოძახებაზე. შესაძლოა, აგენტთან გაიარა კონსულტაცია და გადაწყვიტა უარი ეთქვა რუსეთის ნაკრებში მიწვევაზე, რადგან ჩვენ ახლა საერთაშორისო შეჯიბრებებზე არ ვთამაშობთ, საქართველო კი თამაშობს.
საბას ალბათ იმედი აქვს, რომ საქართველოს ნაკრებში ფიფას და უეფას ეგიდით სხვადასხვა ტურნირზე ითამაშებს. მე ვფიქრობ, რომ საზონოვს მხოლოდ კვარაცხელიას, კალაძესა და სხვა ბევრი ქართველის მსგავსად ევროპაში მოხვედრა სურს. შეძლებს თუ არა კვლავ რუსეთის ნაკრებში მიწვევას, თუ საქართველოს არ ითამაშებს, ეს კარპინზეა დამოკიდებული“, - თქვა კავაზაშვილმა. .