ავტორიზაცია

"კატეგორიულად არ ვეთანხმებით საზანოვის საქციელს რუსეთის ნაკრებთან მიმართებაში "- რუსეთის ნაკრების მწვრთნელი

"კატეგორიულად არ ვეთანხმებით საზანოვის საქციელს რუსეთის ნაკრებთან მიმართებაში "- რუსეთის ნაკრების მწვრთნელი
თარიღი 19 Sep 2022, 18:34

მოსკოვის "დინამოს" მცველმა საბა საზანოვმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. 20 წლის ფეხბურთელი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს.

ამ გადაწყვეტილებას რუსულ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი მიხეილ გალაკტიონოვი "დინამოს" მცველის საბა საზონოვის საქციელს მიუღებლად მიიჩნევს .

"საბა საზონოვმა, დინამოს საფეხბურთო კლუბის სხვა მოთამაშეებთან ერთად, გასულ კვირას რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებიდან მოწვევა მიიღეს. რუსეთის პრემიერ ლიგის მორიგი ტურის დასრულების შემდეგ გუნდის სამწვრთნელო და ადმინისტრაციული შტაბი ფეხბურთელების ჩვეულ ჩამოსვლას ნოვოგორსკის ბაზაზე ელოდა. ყველა მოთამაშე დროზე მოვიდა, გარდა საზონოვისა.

ორშაბათს დილით ფეხბურთელმა ეროვნული ნაკრების მენეჯერს აცნობა, რომ არ მოვიდოდა, თუმცა ადმინისტრაციულ შტაბთან ბოლო დღემდე იყო კავშირში. ჩვენ არ გვინდა განვიხილოთ ფეხბურთელის პირადი გადაწყვეტილება სხვა ეროვნულ ნაკრებში თამაშის შესახებ, რადგან ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. მაგრამ ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ფეხბურთელის ასეთ საქციელს რუსეთის ნაკრებთან მიმართებაში“, - თქვა გალაკტიონოვმა.