ავტორიზაცია

"საბა არც რუსეთის და არც საქართველოს ღალატს არ აპირებს "- საზანოვის მამა

"საბა არც რუსეთის და არც საქართველოს ღალატს არ აპირებს "- საზანოვის მამა
თარიღი 20 Sep 2022, 00:30

მოსკოვის "დინამოს" მცველმა საბა საზანოვმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. 20 წლის ფეხბურთელი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს.

რუსული გამოცემა ფეხბურთელის მამას ანდრეი საზონოვს დაუკავშირდა და სხვადასხვა საკითხზე ჰკითხა.

"რომელ ნაკრებში ითამაშებს ამის გადაწყვეტა ფეხბურთელის პრეროგატივაა. საბა ბედნიერია, რომ დინამოში თამაშობს. ის იზრდება და ეხმარება გუნდს. მაგრამ კლუბი არ წყვეტს, რომელ ქვეყნის ნაკრებში ითამაშებს.

მინდა შევახსენო იმ ადამიანებს, ვინც საბას ცილს სწამებს. ხომუხა პირდაპირ ამბობს, რომ ჯერ დათანხმდა რუსეთში თამაშზე, მერე კი უარი თქვა. ხაზგასმით აღვნიშნავ: ის არასოდეს დათანხმდა რუსეთის ნაკრებში თამაშს, მაგრამ დათანხმდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშს.

ხალხი საბას მოღალატეს უწოდებს? ხალხი ცნებებს ურევს. საბას აქვს ორი თანაბარი სამშობლო და ორი მოქალაქეობა და მან ერთ-ერთი აირჩია. მას სრული უფლება აქვს მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. საბა არც რუსეთის და არც საქართველოს ღალატს არ აპირებს – ასე გავზარდე. ის არცერთ ამ ქვეყანაზე არ აპირებს ცუდ ლაპარაკს. ",- თქვა ანდრეი საზანოვმა.