ავტორიზაცია

"საზანოვი მოღალატე არაა, საქართველო არ არის რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყნების სიაში"- რუსი დეპუტატი

"საზანოვი მოღალატე არაა, საქართველო არ არის რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყნების სიაში"- რუსი დეპუტატი
თარიღი 19 Sep 2022, 19:48

მოსკოვის "დინამოს" მცველმა საბა საზანოვმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. 20 წლის ფეხბურთელი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს.

ხიმკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა და  რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, რომან ტერიუშკოვმა მოსკოვის "დინამოს" მცველის, საბა საზონოვის რუსეთის ნაკრებიდან საქართველოს ნაკრებში გადასვლასთან დაკავშირებით მოსაზრება დააფიქსირა.

"საბა საზონოვს მოქალაქეობა არ შეუცვლია, მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს. მან საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა და ეს მისი უფლებაა. საზონოვი არ არის მოღალატე. მას აქვს ოჯახური კავშირები, ის უბრალოდ ამის შემდეგ ლეგიონერად ჩაითვლება. არაფერი ცუდი არ მომხდარა. საქართველო რუსეთის მიმართ არამეგობარი ქვეყანა არაა

მოღალატეებს ვუწოდებდი მათ, ვინც, როგორც რუსეთის ნაკრების სპორტსმენი, გადაწყვეტს არამეგობრულ ქვეყნებში თამაშს. საქართველო არ არის რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყნების სიაში“, - თქვა ტერიუშკოვმა.

მიმდინარე სეზონში მცველმა საბა საზონოვმა ყველა ტურნირზე "დინამოს" რიგებში 10 მატჩი ჩაატარა.