დაუკავშირდა თუ არა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მარადიშვილს?
სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილმა რუსმა კომენტატორმა ალეკსეი ანდრონოვმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, საბა საზანოვის შემდეგ საქართველოს ნაკრებში თამაშს მოსკოვის "ლოკომოტივის" ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი გადაწყვეტს.
რუსული გამოცემა Metaratings-ის ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 22 წლის ფეხბურთელს არ დაკავშირებია.
"რა აზრი აქვს ლოდინს? ევრო 2024 არ იქნება. ბოსნია ჰერცეგოვინასთან მატჩი არ იქნება, ყირგიზეთთან თამაშის შანსიც კლებულობს. ფეხბურთელი კი უნდა თამაშობდეს, მათ შორის, ნაკრებშიც. მით უმეტეს, საქართველო ერთა ლიგაში ბრწყინავს და მათ ჰყავთ ბრწყინვალე ახალგაზრდა თაობა ხვიჩა კვარაცხელიას მეთაურობით.
მაგრამ, საკითხავია, როგორ მოხდა ეს. არ შეიძლებოდა მწვრთნელისთვის დარეკვა? პირადად საბასგან თუ არა, მისი აგენტისგან? რა იყო აქ დასაძრახი?... PS ჩემი ინფორმაციით, შემდეგი მარადიშვილი იქნება ", - დაწერა ანდრონოვმა საკუთარ სოციალურ ქსელში.