ავტორიზაცია

"ჩემი ინფორმაციით, შემდეგი მარადიშვილი იქნება "- რუსი კომენტატორი

"ჩემი ინფორმაციით, შემდეგი მარადიშვილი იქნება "- რუსი კომენტატორი
თარიღი 20 Sep 2022, 15:03

მოსკოვის "დინამოს" 20 წლის მცველის საბა საზანოვის საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილებას რუსეეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ცნობილმა რუსმა კომენტატორმა ალეკსეი ანდრონოვმა საბა საზონოვთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსირა .

მისი განაცხადებით შემდეგი ფეხბურთელი ვინც საქართველოს ნაკრებსი თამაშის გადაწყვეტილებას მიიღებს მოსკოვის "ლოკომოტივის" ფეხბურთელი კონსტანტინ მარადიშვილი იქნება.

"ის, რომ დინამოს მცველი საბა საზონოვი საქართველოს ნაკრებში ვარიანტს განიხილავდა - აგვისტოს ბოლოს გავიგე. ინსაიდერებს იმედი არ გაუცრუვებიათ.

რაც საზონოვმა გააკეთა, აბსოლუტურად გასაგებია. მან საქართველოს სპორტული მოქალაქეობა მიიღო, რისი უფლებაც ჰქონდა. უარი თქვა რუსეთისაზე იმის გამო, რომ ისი ფასი 0-ის ტოლია.

რა აზრი აქვს ლოდინს? ევრო 2024 არ იქნება. ბოსნია ჰერცეგოვინასთან მატჩი არ იქნება, ყირგიზეთთან თამაშის შანსიც კლებულობს. ფეხბურთელი კი უნდა თამაშობდეს, მათ შორის, ნაკრებშიც. მით უმეტეს, საქართველო ერთა ლიგაში ბრწყინავს და მათ ჰყავთ ბრწყინვალე ახალგაზრდა თაობა ხვიჩა კვარაცხელიას მეთაურობით.

მაგრამ, საკითხავია, როგორ მოხდა ეს. არ შეიძლებოდა მწვრთნელისთვის დარეკვა? პირადად საბასგან თუ არა, მისი აგენტისგან? რა იყო აქ დასაძრახი?... PS ჩემი ინფორმაციით, შემდეგი მარადიშვილი იქნება ", - დაწერა ანდრონოვმა საკუთარ სოციალურ ქსელში.