ავტორიზაცია

კერჟაკოვი საზანოვის გადაწყვეტილებაზე: "არ მესმის რატომ უნდა დავგმო ის?"

კერჟაკოვი საზანოვის გადაწყვეტილებაზე: "არ მესმის რატომ უნდა დავგმო ის?"
თარიღი 20 Sep 2022, 01:16

მოსკოვის "დინამოს" მცველმა საბა საზანოვმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. 20 წლის ფეხბურთელი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს.

რუსეთის ნაკრების და "ზენიტის" ყოფილმა თავდამსხმელმა ალექსანდრე კერჟაკოვმა მოსკოვის "დინამოს" მცველის, საბა საზონოვის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

"კაცს საკუთარი აზრი აქვს, ის უკვე ზდასრული ბიჭია. მან საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა და ამის უფლება აქვს. არ მესმის რატომ უნდა დავგმო ის? ვფიქრობ, ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს – კარგია თუ ცუდი. ეს უკვე შემდგარი ფაქტია ",- თქვა კერჟაკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მოთამაშე კარიერას "ზენიტის" აკადემიაში იწყებდა და 2020/21 წლების სეზონში ძირითად გუნდშიც ითამაშა. ამას მოსკოვის "დინამოში" ტრანსფერი მოჰყვა, მიუხედავად მისი ასაკისა საზანოვმა რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 8 შეხვედრა ჩაატრა.