ავტორიზაცია

"ასე ხდება ხვიჩას შემთხვევაში, იმედია შემდეგი ჩვენ ვიქნებით "- საზანოვის მამა

"ასე ხდება ხვიჩას შემთხვევაში, იმედია შემდეგი ჩვენ ვიქნებით "- საზანოვის მამა
თარიღი 20 Sep 2022, 00:37

მოსკოვის "დინამოს" მცველმა საბა საზანოვმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. 20 წლის ფეხბურთელი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს.

რუსულმა გამოცემა ფეხბურთელის მამას ანდრეი საზონოვს დაუკავშირდა და სხვადასხვა თემაზე ჰკითხა.

"პირველ რიგში, ფეხბურთელის ინტერესებზე ვფიქრობ. თავად საბას ფეხბურთის თამაში უნდა. თქვენ თვითონ ხედავთ, რა სიტუაციაა ახლა რუსეთის ნაკრებთან დაკავშირებით. 

საბას საქართველოს ნაკრების მეშვეობით ევროპაში წასვლა სურს? ეს არ არის სიმართლე. საბამ საქართველო აირჩია პროფესიული ზრდის მეტი შესაძლებლობების მისაღებად. მას სურს გახდეს მსოფლიო დონის ფეხბურთელი. ერთ დროს გვქონდა არჩევანი ესპანიოლსა და დინამოს შორის და ჩვენ მოსკოვური გუნდი ავირჩიეთ.

ჩვენი ამბიცია მაღალია. კალაძის დროიდან დღემდე მსოფლიოში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი არ ყოფილა. ადრე იყო, მაგრამ ეს საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა. თანამედროვე ისტორიაში, კალაძის შემდეგ, არ არსებობდა ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს დიდ მაშტაბებზე ასახელებდა. ასე ხდება ხვიჩას შემთხვევაში. იმედია შემდეგი ჩვენ ვიქნებით. ",- თქვა ანდრეი საზონოვმა.