“ლა ლიგაში არ გადავედით, უარი ვთქვით და დინამო მოსკოვში წავედით ”- საზანოვის მამა
მოსკოვის "დინამოს" მცველმა საბა საზანოვმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. 20 წლის ფეხბურთელი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს.
რუსულმა გამოცემა ფეხბურთელის მამას ანდრეი საზონოვს დაუკავშირდა და სხვადასხვა თემაზე ჰკითხა. მისი თქმით მოსკოვის "დინამოში" გადასვლამდე "ესპანიოლის" შეთავაზების მიუხედავად, მოსკოვურ გუნდში თამაშის გადაწყვეტილება მიიღეს.
"ერთ დროს მსგავსი სიტუაცია გვქონდა: ესპანიოლსა და დინამოს შორის გვქონდა არჩევანი. ესპანიოლში თამაში უკეთესი ვარიანტი ჩანდა. ზოგმა გვირჩია, უარი გვეთქვა დინამოსთან წინასწარ ხელშეკრულებებზე. მაგრამ ჩვენ დინამოში თამაშის გადაწყვეტილება მივიღეთ. ",- თქვა საზანოვმა.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მოთამაშე კარიერას "ზენიტის" აკადემიაში იწყებდა და 2020/21 წლების სეზონში ძირითად გუნდშიც ითამაშა. ამას მოსკოვის "დინამოში" ტრანსფერი მოჰყვა, მიუხედავად მისი ასაკისა საზანოვმა რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 8 შეხვედრა ჩაატრა.