ავტორიზაცია

კონფლიქტის მიუხედავად, მბაპემ ნაკრების ფოტოსესიაში მონაწილეობა მიიღო - რას დაპირდნენ კილიანს ნაკრების ფედერაციაში?

კონფლიქტის მიუხედავად, მბაპემ ნაკრების ფოტოსესიაში მონაწილეობა მიიღო - რას დაპირდნენ კილიანს ნაკრების ფედერაციაში?
თარიღი 20 სექ 2022, 22:51

მიუხედავად აგორებული კონფლიქტისა, კილიან მბაპემ საფრანგეთის ნაკრების ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

L’Equipe-ს ინფორმაციით, „პსჟ-ს“ ფეხბურთელმა, რომელიც სანაკრებო ფოტოსესიაში მონაწილეობაზე სასპონსორო უთანხმოების გამო ამბობდა უარს, დღეს ღონისძიებას მაინც დაესწრო და ყველაფერი გააკეთა, რასაც მისგან ითხოვდნენ.

ეს შესაძლებელი იმის დამსახურებით გახდა, რომ მბაპემ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასთან საიმიჯო უფლებების კონტრაქტის გადახედვაზე მოილაპარაკა. ხელმძღვანელობა მას დაპირდა, რომ უახლოეს პერიოდში, სიტუაცია გადაიხედება და უფრო ფეხბურთელებზე მორგებული გახდება.

მბაპეს არ მოსწონდა, რომ მას ისეთი სპონსორების რეკლამებში იღებდნენ, რომლებთანაც მას პირადი თანამშრომლობა არ აკავშირებდა. გარდა ამისა, ისიც ფეხბურთელის უკმაყოფილებას იწვევდა, რომ ნაკრები „კოკა-კოლასთან“ თანამშრომლობდა, რომელიც, მბაპესთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისგან ძალიან შორსაა.