ავტორიზაცია

"რუსეთი მის გარეშე არ მოკვდება " - კარპინი საზონოვზე

"რუსეთი მის გარეშე არ მოკვდება " - კარპინი საზონოვზე
თარიღი 20 სექ 2022, 22:56

რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმა მოსკოვის "დინამოს" ფეხბურთელის საბა საზონოვის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა .

20 წლის  მცველმა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში გადაწყვიტა,  რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების მიწვევაზე კი უარი განაცხადა.

"საზონოვს არ განვიხილავდი რუსეთის პირველი ნაკრების კანდიდატად. თუ ვინმე სხვა მიიღებს იგივე გადაწყვეტილებას, ეს მისი უფლებაა. 

ასეთი ფეხბურთელი გვაკლია ნაკრებში? რა? მან მოსკოვის დინამოში სულ რვა მატჩი ჩაატარა. რუსეთი მის გარეშე მოკვდება თუ არა? რა თქმა უნდა არა. ამავდროულად, ნაკლებად სავარაუდოა მასთან ერთად მოვიგოთ მსოფლიო ჩემპიონატი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი მოთამაშეა. ",- თქვა კარპინმა.