ავტორიზაცია

რუდიგერი: "ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის მაისურსაც ერთი საათი ვუცდიდი, სულ მინდოდა დავმსგავსებოდი"

რუდიგერი: "ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის მაისურსაც ერთი საათი ვუცდიდი, სულ მინდოდა დავმსგავსებოდი"
თარიღი 20 სექ 2022, 23:43

ანტონიო რუდიგერმა თავის მისაბაძ მაგალითად მადრიდის „რეალის“ ლეგენდა, პეპე დაასახელა.

„რეალს რამდენიმე შეშლილი ფეხბურთელი ჰყავდა, განსაკუთრებით დაცვაში.

სრული სიმართლეა. მე ეგრევე პეპე მახსენდება, რომელიც „რეალში“ ჩემი მისაბაძი მაგალითი იყო, მინდოდა, რომ მისნაირი ვყოფილიყავი.

ადრე ვუყურებდი ვიდეოებს, რომლებზეც ის მეტოქეებს ანადგურებდა. როცა ახალგაზრდა ვიყავი, მინდოდა ყველასთვის დამტკიცება, რომ შემიძლია ბრუტალური ვიყო, ეს თავში მქონდა გამჯდარი.

სიგიჟეა, რამდენად მაგარი იყო პეპე. არამარტო ორთაბრძოლებში, არამედ თამაშის აწყობაშიც. დღეს „რეალში“ ყველა მეუბნება, რომ მოედნის ფარგლებს გარეთ ის ძალიან წყნარი ადამიანი იყო, და იცით, რა?

გთხოვთ, თქვით!

ის იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომლის მაისურის გამოც მთელი საათი ვითმენდი. პეპე, სერხიო რამოსი და ტიაგო სილვა - არიან ის ფეხბურთელები, რომელთა მაისურის ქონაც ჩემს კოლექციაში ყველაზე დიდ სიამაყეს მანიჭებს. აბსოლუტური ლეგენდები.“ - აღნიშნა გერმანელმა.