ავტორიზაცია

"ჩვენი სურვილია, რომ რუსეთი მაქსიმალურად დაისაჯოს "- ანდრეი იარმოლენკო

"ჩვენი სურვილია, რომ რუსეთი მაქსიმალურად დაისაჯოს "- ანდრეი იარმოლენკო
თარიღი 21 სექ 2022, 12:34

უკრაინის ნაკრების კაპიტანმა ანდრეი იარმოლენკომ ერთა ლიგაზე შოტლანდიის ნაკრებთან მატჩის წინ განაცხადა, რომ რუსული სპორტი იზოლირებული უნდა იყოს დანარჩენი მსოფლიოსგან.

"ჩემი აზრით, რუსული ფეხბურთი, ისევე როგორც მთელი რუსული სპორტი, მთელი ქვეყანა უნდა იყოს იზოლირებული დანარჩენი მსოფლიოსგან. უკრაინის ეროვნული ნაკრების ყველა მოთამაშეს სურს, რომ რუსეთი მაქსიმალურად დაისაჯოს.  

ჩვენ მომხრე ვართ მათი იზოლირება მთელი მსოფლიოდან. მოხარული ვიქნები, თუ ისინი ყველა შეჯიბრებიდან გამორიცხავენ და არა მხოლოდ ფეხბურთის ტურნირებიდან “, - თქვა იარმოლენკომ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ნაკრებს ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპზე თამაშის უფლება არ ექნება.