ავტორიზაცია

"ახალგაზრდული კრიზისის შუაგულშია და ეს ჩვენი პრობლემა არაა "- KFC France-ის ვიცე პრეზიდენტი მბაპეზე

"ახალგაზრდული კრიზისის შუაგულშია და ეს ჩვენი პრობლემა არაა "- KFC France-ის ვიცე პრეზიდენტი მბაპეზე
თარიღი 21 სექ 2022, 13:43

ცოტა ხნის წინ, "პსჟ"-ს თავდამსხმელმა კილიან მბაპემ საფრანგეთის ნაკრების პარტნიორებთან მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

მას შემდეგ რაც ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა , რომ გადახედავს შეთანხმებას ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების საიმიჯო უფლებების შესახებ, მბაპემ  მონაწილეობა მიიღო ფოტოსესიაში.

KFC France-ის ვიცე-პრეზიდენტმა და საფრანგეთის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის პრეზიდენტმა, ალენ ბერალმა ფრანგი ფორვარდის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"მბაპე ახალგაზრდული კრიზისის შუაგულშია, ის მოქმედებს მასზე. ეს ფედერაციის და კილიან მბაპეს პრობლემაა - ჩვენი არა. ჩვენ გადავიხადეთ რაღაც კონკრეტული თანხა და საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ დავიცავთ ჩვენს უფლებებს. კერძო კომპანიები შეწყვეტენ ფედერაციებისა და ლიგების დაფინანსებას, თუ მოთამაშეებს აღარ სურთ კონტრაქტების გაფორმება“, - თქვა ბერალმა.