ავტორიზაცია

"ვაანალიზებთ საქართველოს სუსტ მხარეებს, რომლის გამოყენებას თბილისში ვეცდებით "- ბოიან მიოვსკი

"ვაანალიზებთ საქართველოს სუსტ მხარეებს, რომლის გამოყენებას თბილისში ვეცდებით "- ბოიან მიოვსკი
თარიღი 21 სექ 2022, 14:16

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელებმა ბოიან მიოვსკიმ  საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

"საქართველო ბოლო წლებში პროგრესირებს და ეს საქართველოს ნაკრებმა სკოპიეში მეორე ტაიმშიც აჩვენა. თუმცა, ვფიქრობ, პირველ ტაიმში რომ გაგვეტანა, მაშინ სულ სხვა თამაში იქნებოდა. გასაგებია, რომ რამდენიმე საკვანძო მოთამაშე გვაკლია, მაგრამ აქ ყველა ყველაფერს გააკეთებს.

ვიცით, რომ თბილისში ჯოჯოხეთური მატჩი გველოდება, მაგრამ გონებაში მხოლოდ გამარჯვება გვაქვს. ამ ორ ვარჯიშზე მწვრთნელი გვიჩვენებს, როგორ უნდა შევუტიოთ, ვაანალიზებთ რა არის საქართველოს სუსტი მხარეები, რომლის გამოყენებას თბილისში ვეცდებით.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი ადგილის თეორიული შანსი გვაქვს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ ",- თქვა მიოვსკიმ.

ვილი სანიოლის გუნდი წლის ბოლო ოფიციალურ საშინაო მატჩს ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ 23 სექტემბერს გამართავს. 26 სექტემბერს ჩვენი გუნდი სტუმრად გიბრალტარში ითამაშებს.