ავტორიზაცია

ბაიერნს ნაგელსმანის ჩაცმულობა აღიზიანებს - ფეხბურთელები მწვრთნელით უკმაყოფილებას არ მალავენ

ბაიერნს ნაგელსმანის ჩაცმულობა აღიზიანებს - ფეხბურთელები მწვრთნელით უკმაყოფილებას არ მალავენ
თარიღი 21 სექ 2022, 21:43

„ბაიერნის“ ფეხბურთელები იულიან ნაგელსმანით უკმაყოფილებას არ მალავენ.

Sport Bild-ის ინფორმაციით, ზოგ მოთამაშეს აღიზიანებს ის, თუ როგორ ელაპარაკება მწვრთნელი პრესას წარუმატებელი მატჩების შემდეგ. მაგალითად, „აუგსბურგთან“ 0:1 წაგების შემდეგ, ნაგელსმანმა ფეხბურთელები შეტევის დასკვნით ფაზაში ქმედებისთვის ღიად გააკრიტიკა.

ზოგი ფეხბურთელი ყურადღებით აკვირდება, თუ როგორი ურთიერთობის დამყარებას ცდილობს ნაგელსმანი სხვა მოთამაშეებთან. კერძოდ, მწვრთნელის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იოზუა კიმიხია.

გარდა ამისა, „ბაიერნში“ ნაგელსმანს ჩაცმულობაზეც აკრიტიკებენ. კლუბში მიაჩნიათ, რომ მწვრთნელს უნდა ესმოდეს, რომ ფეხბურთი შოუ-ბიზნესი არ არის. იულიანის ვიზუალით უკმაყოფილება არსებობს მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი კლუბის სპონსორების, Adidas-ის და Hugo Boss-ის ტანისამოსს იცვამს.

კვირას დილით მწვრთნელი ბაზაზე ნაადრევად მივიდა, რათა გუნდის ლიდერებს შეხვედროდა. შეხვედრას მანუ ნოიერი, თომას მიულერი, იოზუა კიმიხი და კინგსლი კომანი ესწრებოდნენ.