ავტორიზაცია

"დაუვიწყარი იყო, ასეთ მომენტებში ხვდები, რომ საკუთარი თავისთვის არ იგებ", - მოურინიო

"დაუვიწყარი იყო, ასეთ მომენტებში ხვდები, რომ საკუთარი თავისთვის არ იგებ", - მოურინიო
თარიღი 21 სექ 2022, 23:12

ჟოზე მოურინიომ „რომასთან“ ერთად კონფერენც ლიგის მოგებაზე ისაუბრა.

რომაული კლუბი ამ ტურნირის ისტორიაში პირველი გამარჯვებული გახდა, როცა ფინალში „ფეიენოორდს“ 1:0 მოუგო.

კონფერენც ლიგაზე გამარჯვების აღმნიშვნელი ფოტოები მთელ მსოფლიოში მალევე გავრცელდა. გაიხსენეთ ამ დღის ემოციები.

ეს უბრალოდ დაუვიწყარი იყო. როცა „ინტერთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, მილანში აღარ გავემგზავრე, იმიტომ რომ მადრიდის „რეალში“ მინდოდა წასვლა და ვფიქრობდი, რომ თუ მილანში დავბრუნდები, იქიდან აღარ წავალ.

ამჯერად, ყველაფერი სხვაგვარად იყო, რომში დარჩენა მიზნად მქონდა დასახული და ამ კლუბში მუშაობის გაგრძელება მინდოდა. ასეთ მომენტებში ხვდები, რომ საკუთარი თავისთვის სულაც არ იგებ. ხალხი - ყველაფერია, ისინი გაძლევენ წარმოდგენას იმაზე, თუ რა ჩაიდინე და შენ კი ნამდვილად განსაკუთრებული ოჯახის წევრად თვლი თავს.“ - აღნიშნა პორტუგალიელმა.