ავტორიზაცია

"არის თუ არა ლეო მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი? "- რონალდინიოს კომენტარი

"არის თუ არა ლეო მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი? "- რონალდინიოს კომენტარი
თარიღი 22 სექ 2022, 01:15

"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდინიომ კატალონიური გრანდის პერსპექტივებზე და ლეო მესის შესახებ ისაუბრა. 

ბრაზილიელმა Mundo Deportivo-სთან საუბარში აღნიშნა, რომ "ბლაუგრანას" ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ იმ მწერვალზე დაბრუნდეს სადაც იყო.

"ბარსელონას ჰყავს შესანიშნავი მწვრთნელი და ფანტასტიკური ფეხბურთელები, ბევრი ახალწვეული. ბარსელონას ასევე ჰყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები. გუნდს ყველაფერი აქვს მწვერვალზე დასაბრუნებლად

არის თუ არა ლეო მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი? ამის თქმა რთულია, რადგან ფეხბურთს სხვა ბევრი დიდებული მოთამაშე ახსოვს. შედარებები არ მომწონს. მარადონა, პელე და კიდევ ბევრი. თითოეული მათგანი თავის ეპოქაში საუკეთესო იყო.“, თქვა რონალდინიომ.