გადაუჭრელი პრობლემა: რამდენად ყიდიან გადამყიდველები ხვალინდელი მატჩის ბილეთებს?

ხვალ გაიმართება ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი საქართველოსა და ჩრდ.მაკედონიის ნაკრებებს შორის.
მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, უკვე ყველა ბილეთი გაყიდულია და "დინამო არენა" ანშლაგის მოლოდინშია.
თუმცა არის ერთი გადაუჭრელი პრობლემა - ბილეთების ნაწილი გადამწყვიდველებს აქვთ ნაყიდი.
ჩვენთან საუბარში გადამყიდველები 5 ლარიან ბილეთებს 70, ხოლო 10 და 15 ლარიან ბილეთებს 100-130 ლარად აფასებენ.
სავარაუდოდ, გადამყვიდველების მხრიდან ბილეთის ფასი თამაშის დღეს, უშუალოდ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე უფრო გაიზრდება.
ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი