ავტორიზაცია

როგორი იქნება საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ხვალინდელ მატჩში?

როგორი იქნება საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ხვალინდელ მატჩში?
თარიღი 22 სექ 2022, 09:55

ხვალ, "დინამო არენაზე", 20 საათზე გაიმართება ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი საქართველოსა და ჩრდ.მაკედონიას შორის.

საინტერესოა, რა შემადგენლობას დააყენებს ვილი სანიოლი, რომელსაც ყველა პოზიციაზე არჩევანი დიდი აქვს.

გთავაზობთ სავარაუდო შემადგენლობას, თუ როგორი იქნება საქართველოს ნაკრების 11-ეული მაკედონიასთან მატჩში.

(3-4-3)
მეკარე: გიორგი ლორია

მცველები: საბა კვერკველია, გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა

ნახევარდაცვა: ოთარ კაკაბაძე, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია, გიორგი წიტაიშვილი

თავდასხმა: ზურიკო დავითაშვილი, ჟორჟ მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი