ავტორიზაცია

"ზლატანი მაგალითია, მან ბევრი რამ მასწავლა"- ლეაუ იბრაჰიმოვიჩზე

"ზლატანი მაგალითია, მან ბევრი რამ მასწავლა"- ლეაუ იბრაჰიმოვიჩზე
თარიღი 22 სექ 2022, 11:57

"მილანის" თავდამსხმელმა რაფაელ ლეუმ განმარტა რა ასწავლა მას შვედმა ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა. 

"მილანში პირველი ორი წელი რთული იყო, მე საფრანგეთიდან ჩამოვედი, სადაც ყველაფერი პატარა იყო და ცხოვრება ძალიან განსხვავებული იყო.

როდესაც მილანში ჩადიხარ, ხვდები, რომ გამარჯვებული უნდა იყო, რომ ბევრ ლეგენდას ეცვა იგივე მაისური, რაც შენ და ამდენი ტიტული მოიგო.

 ამ პერიოდში გადამწყვეტი როლი ჩემმა ოჯახმა, მწვრთნელმა პიოლიმ და იბრამ ითამაშეს, რომლებიც ყოველდღე ჩემს გვერდით არიან. ზლატანი მაგალითია, მან ბევრი რამ მასწავლა.

რამდენად მნიშვნელოვანია კითხვების დასმა, ყოველთვის კონცენტრირებული ყოფნა, თუნდაც მოედნის მიღმა. ჩვენ ვლაპარაკობთ როცა გვინდა, არა მხოლოდ როგორც პროფესიონალები ან კოლეგები, არამედ როგორც მამაკაცები“, - თქვა ლეაუმ.