ბოსნიის ფეხბურთის ასოციაცია ისევ ყოყმანობს - ჩატარდება თუ არა რუსეთთან მატჩი?
საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, შეხვდება თუ არა ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრები რუსეთს ამხანაგურ მატჩში, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღება, რომელიც 10 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ბოსნიური გამოცემა Sportske იტყობინება.
ამ შეხვედრის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ბოსნიის ნაკრების წამყვანი ფეხბურთელებმა, კერძოდ ედინ ძეკომ და მირალემ პიანიჩმა გამოხატეს.
ანალოგიურ აზრს ბოსნიურ მედიაში თითქმის ყოველდღიურად გამოთქვამენ ყოფილი და მოქმედი მწვრთნელები, ასევე სხვა საფეხბურთო აქტორები.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის და ბოსნია ჰერცეგოვინას ამხანაგური შეხვედრა 19 ნოემბერსაა ჩანიშნული. რამდენიმე კვირის წინ რუსული გამოცემების წერდნენ, რომ ბოსნია ჰერცეგოვინას ფეხბურთის ასოციაცია რუსეთთან თამაშისთვის 200 000 ევროს მიიღებს.