ავტორიზაცია

"ვის უღალატა? ამ თემის პოლიტიზება არ უნდა მოხდეს "- რუსი მწვრთნელი საზონოვის გადაწყვეტილებაზე

"ვის უღალატა? ამ თემის პოლიტიზება არ უნდა მოხდეს "- რუსი მწვრთნელი საზონოვის გადაწყვეტილებაზე
თარიღი 22 სექ 2022, 15:27

მოსკოვის "დინამოს" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სერგეი სილკინმა განაცხადა, რომ არანაირ შემთხვეაში არ უნდა მოხდეს საბა საზონოვის გადაწყვეტილების პოლიტიზება.

რუსმა სპეციალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არაფერია უჩვეულო იმაში, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს საერთაშორისო დონეზე თამაში სურს.

"ვის უღალატა? რუსეთის ნაკრებს ის არ გამოუძახებია. ბუნებრივია თუ არა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს საერთაშორისო დონეზე თამაში სურს? დიახ, ნებისმიერ შემთხვევაში მას აქვს უფლება და ვნახოთ, რა იქნება შემდეგ. ვფიქრობ, არ არის საჭირო ამ თემის პოლიტიზება. ",- თქვა სილკინმა.

მოსკოვური გუნდის ყოფილი მწვრთნელი, ასევე ამბობს, რომ საზონოვის გადაწყვეტილებამ საქართველოს ნაკრებში თამაშის შესახებ, არ იმოქმედოს "დინამოში" მის სტატუსზე.