ავტორიზაცია

კავაზაშვილი საზონოვის გადაწყვეტილებაზე: "შესაძლოა, დედის მხრიდან იყო ზეწოლა, რომ საქართველო აერჩია"

კავაზაშვილი საზონოვის გადაწყვეტილებაზე: "შესაძლოა, დედის მხრიდან იყო ზეწოლა, რომ საქართველო აერჩია"
თარიღი 22 Sep 2022, 00:57

მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა, Match TV-ის ეთერში საბა საზონოვის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის "დინამოს" 20 წლის მცველმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა და რუსეთის ნაკრების შეთავაზება უარყო.

"ბიჭს ორი არჩევანი აქვს - საქართველოსა და რუსეთს შორის. მისი გამზრდელი დედა ქართველია. შესაძლოა, დედამისის მხრიდანაც იყო ერთგვარი ზეწოლა, რომ საბას საქართველო აერჩია.

რატომ? რუსეთის ნაკრები დიდ ტურნირებზე კიდევ დიდხანს იქნება მოკვეთილი, ქართველებს კი მსგავსი პრობლემა არ აქვთ", - თქვა კავაზაშვილმა.