"თუ შეხვედრას ფრეზე ფიქრით დავიწყებთ, ეს ჩვენს წინააღმდეგ იმუშავებს "- ვილი სანიოლი
ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
"არ მგონია იმას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს თუ ვინ მიგვიჩნევს ფავორიტად. ერთა ლიგის დაწყებამდე ვთქვი, რომ ჩრდ.მაკედონია ჯგუფის ყველაზე ძლიერი გუნდი იყო, ჩვენ შეჯიბრება კარგად დავიწყეთ, ჯგუფს ვლიდერობთ და გვსურს დარჩენილ ორ შეხვედრაშიც სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა.
შეუძლებელია შეხვედრა ფრეზე ფიქრით დავიწყოთ, მსგავსი მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ იმუშავებს. წარმატების მიღწევის ერთადერთი სწორი გზა იმ ფეხბურთის თამაშია რამაც აქამდე მოგვიყვანა. თავი კარგად უნდა დავიცვათ, ხოლო როცა ბურთს მოვიპოვებთ, ჩვენი საუკეთესო თვისებები გამოვავლინოთ. მე ფსონებს არ ვდებ, ჩემთვის ფეხბურთი პირველ რიგში სპორტია და აქ ყველას აქვს შანსი. თუ ისეთ დისციპლინას ვაჩვენებთ, რაც აქამდე ვაჩვენეთ, სასურველ შედეგს მივაღწევთ.
სრული შემადგენლობით მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩავატარეთ. 23 ფეხბურთელი მყავს და ყველას გამოყენება მსურს, თუმცა უპირატესობა იმათ მიენიჭებათ, რომელთაც კლუბში კარგი სათამაშო პრაქტიკა აქვთ და 90 წუთი სათამაშოდ მზად არიან. ",- თქვა სანიოლმა.