ავტორიზაცია

"ჩვენ აქ ავისრულეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ოცნება, ხვალ კიდევ ერთი გამარჯვება გვინდა "- ეზგან ალიოსკი

"ჩვენ აქ ავისრულეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ოცნება, ხვალ კიდევ ერთი გამარჯვება გვინდა "- ეზგან ალიოსკი
თარიღი 22 სექ 2022, 20:54

ჩრდ. მაკედონიის მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მთავარი მწვრთნელის ბლაგოია მილევსკის გარდა, ეზგან ალიოსკიმაც ისაუბრა.

"აქ ჩვენ ავისრულეთ მთავარი ოცნება და გავედით ევროპის ჩემპიონატზე. კარგად ვიცნობთ ამ სტადიონს. მაგრამ ეს ყველაფერი უკვე წარსულია. ახლა სულ სხვა შეხვედრას ვთამაშობთ და ჩვენც სხვა გუნდი ვართ.

დღევანდელ ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ვარ, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ყველა ახალგაზრდას საკუთარი თავსი წარმოჩენის საშუალება.

მე მჯერა, რომ მათ არ დასჭირდება დამატებითი მოტივაცია ჩვენი ხელმძღვანელობისგან. ჩვენ გვინდა მივაღწიოთ მიზანს და გვჯერა, რომ შეგვიძლია საქართველოსთან გამარჯვება. ",- თქვა ალიოსკიმ.