ავტორიზაცია

"კვარაცხელია კარგ ფორმაშია, მაგრამ თამაშის ბედს მარტო ვერ გადაწყვეტს "- ბლაგოია მილევსკი

"კვარაცხელია კარგ ფორმაშია, მაგრამ თამაშის ბედს მარტო ვერ გადაწყვეტს "- ბლაგოია მილევსკი
თარიღი 22 სექ 2022, 20:37

ჩრდ. მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ საქართველოსთან მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართა.

მისი განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ გუნდი რთულ მდგომარეობაშია, ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად ყველაფერს გააკეთებენ.

"ყოველთვის კონცენტრირებული ვარ ჩემს გუნდზე. კვარაცხელია დიდი მოთამაშეა, კარგ ფორმაშია, მაგრამ ვიცი, თამაშის ბედს მარტო ვერ გადაწყვეტს. 

ფეხბურთი კოლექტიური თამაშია და მე ყოველთვის მჯერა ჩემი გუნდის. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემები გვაქვს და მოგვიწია შემადგენლობის განახლება და გაახალგაზდავება. ველოდები ჩემი გუნდის კარგ თამაშს და დადებით შედეგს. ",- თქვა მილევსკიმ.