კუმანი: "ბარსაში ვეინალდუმის მოყვანა მინდოდა, მაგრამ ლაპორტას ერჩივნა, ჩემთვის საქმე გაეფუჭებინა"

რონალდ კუმანმა ახსნა, თუ რატომ ჩაიშალა ჯორჯინიო ვეინალდუმის ტრანსფერი „ბარსელონაში“.
ჰოლანდიელი ფეხბურთელი „ლივერპულიდან“ „ბარსაში“ გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა საბოლოოდ „პსჟ-ში“ აღმოჩნდა, სადაც თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
„ვეინალდუმის ბარსაში მიყვანას ვცდილობდი, მაგრამ არ გამომივიდა, რადგან პრეზიდენტს, ფეხბურთელის მოყვანას, ჩემთვის საქმის გაფუჭება ერჩივნა.
მისმა გაჭიანურებამ ტრანსფერი შეაფერხა, რის გამოც ფეხბურთელმა „პსჟ“ აირჩია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აუცილებლად „ბარსაში“ ითამაშებდა.“ - აღნიშნა კატალონიური გუნდის ექს-მწვრთნელმა, რომელმაც გუნდი გასულ ნოემბერს დატოვა.