ავტორიზაცია

ცნობილი გახდა პრემიერ ლიგის სექტემბრის საუკეთესოობისთვის მებრძოლი ფეხბურთელების ვინაობა

ცნობილი გახდა პრემიერ ლიგის სექტემბრის საუკეთესოობისთვის მებრძოლი ფეხბურთელების ვინაობა
თარიღი 22 სექ 2022, 22:06

ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც პრემიერ ლიგის სექტემბრის საუკეთესოობისთვის იბრძოლებენ.

ნომინანტთა შორის არიან: 

ფილიპ ბილინგი (ბორნმუთი) – 2 გოლი 2 მატჩში

კევინ დე ბრუინი (მან სიტი) – 3 საგოლე გადაცემა 2 მატჩში

პიერ-ემილ ჰოიბიერგი (ტოტენჰემი) - გოლი და საგოლე 2 მატჩში

ჯეიკომ რემსი (ასტონ ვილა) - გოლი და საგოლე გადაცემა 2 მატჩში

მარკუს რაშფორდი (მან იუნაიტედი) – 2 გოლი და 2 საგოლე 2 მატჩში.

გამოკითხვა 26 სექტემბრამდე გაგრძელდება და გამარჯვებულს გულშემატკივართა ხმების რაოდენობით და საექსპერტო კომისიის აზრის მიხედვით აირჩევენ, შედეგები მომდევნო კვირაში გამოქვეყნდება.

ცნობისთვის, აგვისტოს საუკეთესოდ პრემიერ ლიგაში ერლინგ ჰოლანდი დასახელდა.