ავტორიზაცია

ოლივიე ჟირუს 49-ე გოლი ნაკრებში - მილანის თავდამსხმელს ანრის რეკორდამდე ცოტა აშორებს

ოლივიე ჟირუს 49-ე გოლი ნაკრებში - მილანის თავდამსხმელს ანრის რეკორდამდე  ცოტა აშორებს
თარიღი 23 სექ 2022, 11:47

ოლივიე ჟირუ საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში გატანილი გოლების მხრივ, ტიერი ანრის რეკორდს მიუახლოვდა. 

ერთა ლიგის მატჩში ავსტრიასთან (2:0) მოგებულ შეხვედრაში 35 წლის ფორვარდმა ნაკრების მაისურით 49-ე გოლი გაიტანა.

ანრის 51 გოლის რეკორდამდე "მილანის" თავდამსხმელს ორი გოლი აშორებს.

საფრანგეთის ნაკრებში ანრიმ 123 მატჩი ჩაატარა. ჟირუს ანგარიშზე 113 ჩატარებული მატჩშია.