ავტორიზაცია

"თუ ვინმე ფიქრობს, რომ ხვიჩაში დინამომ 10 მილიონი აიღო, მათთან საუბარი გამიჭირდება "- არჩილ ბერიძე

"თუ ვინმე ფიქრობს, რომ ხვიჩაში დინამომ 10 მილიონი აიღო, მათთან საუბარი გამიჭირდება "- არჩილ ბერიძე
თარიღი 23 სექ 2022, 15:23

ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ ონლაინ პრესკონფერენცია გამართა და კლუბთან დაკავშირებულ საინტერესო თემებზე ილაპარაკა.

აჭარული გუნდის პრეზიდენტი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს და 10 მილიონის საკითხსაც შეეხო.

"ხალხი ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, კვარაცხელიაში ამდენი ფული აიღეთ და რატომ არავინ მოიყვანეთო? თუ ვინმე ფიქრობს, რომ ხვიჩაში ბათუმის "დინამომ" 10 მილიონი აიღო, ასეთ კატეგორიასთან საუბარი გამიჭირდება.

ტრანსფერების განხორციელება გვსურს და ამაზე მწვრთნელთან ვისაუბრებ. ლეგიონერები იქნებიან, ეს გარდაუვალია, სჭირდება კლუბს.

იცით, რომ ჩამოსული იყო კრისტიანო ძაკარდო, ვინც ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში მონაწილეობდა. ერთ-ერთი საკითხი სწორედ აკადემიას ეხებოდა და ნახავთ, რომ ამ მიმართულებით ბევრი სიახლე იქნება. ",- თქვა ბერიძემ.