მსოფლიოს ახალი მესამე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ჰყავს - Transfermarkt-ზე ფასები განახლდა
საერთაშორისო გამოცემა Transfermarkt-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ჩამონათვალი განაახლა.
პირველი და მეორე პოზიციები არ განახლებულა - პირველობას არავის უთმობს კილიან მბაპე, რომლის ფასიც 160 მილიონ ევროს შეადგენს, მეორეზე კი ერლინგ ჰოლანდია - 150 მილიონი ევრო.
სამაგიეროდ, მესამე ადგილზე ამიერიდან მადრიდის „რეალის“ ვინგერი ვინისიუს ჯუნიორია, რომლის ღირებულებაც 20 მილიონით გაიზარდა და ამჟამად 120 მილიონ ევროს შეადგენს.
1 . კილიან მბაპე - 160 მილიონი ევრო
2. ერლინგ ჰოლანდი - 150 მილიონი ევრო
3. ვინისიუს ჯუნიორი - 120 მლნ ევრო
4. პედრი - 90 მლნ ევრო (წინა ღირებულება 80 მლნ ევრო)
5. ჯუდ ბელინგემი - 90 მლნ ევრო (წინა ღირებულება 80 მლნ ევრო)
6. ფილ ფოდენი - 90 მლნ ევრო
7. მო სალაჰი - 90 მლნ ევრო
8. ჰარი კეინი - 90 მლნ ევრო
9. დუშან ვლაჰოვიჩი - 85 მლნ ევრო
10. ბრუნო ფერნანდეში - 85 მლნ ევრო.