სანიოლი ჩაკვეტაძეზე: "კარგ ფორმაშია, თამაშს იმსახურებს, ვნახოთ, როგორ იქნება მისი მდგომარეობა"
უეფას ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩრდ.მაკედონია 2:0 დაამარცხა.
პირველი ნახევარის სტარტზე სტუმრები უფრო მწვავედ უტევდნენ, თუმცა გიორგი მამარდაშვილი დამაჯერებლად გამოიყურებოდა. 35-ე წუთზე კვარაცხელიამ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, საჯარიმოში შეაღწია და ბოიან მიოვსკის საკუთარ კარში გაატანინა.
მეორე ნახევარში გუნდები უფრო მწვავედ მოქმედებას სცდილობდნენ, 64-ე წუთზე ზივზივაძემ მოედნის ცენტრში ბურთი მოიპარა და მეტოქის საჯარიმოში კვარაცხელიას გაატანინა.
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობაზეც ისაუბრა.
"ჩაკვეს დილით კუჭი სტკიოდა და სიცხე ჰქონდა. უნდა დაველოდოთ, როგორ იგრძნობს თავს. თუ ხვალ დილამდე გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო, სამწუხაროდ ჩვენთან ერთად გიბრალტარში ვერ გამოფრინდება. კარგ ფორმაშია, თამაშს იმსახურებს, ვნახოთ, როგორ იქნება მისი მდგომარეობა. ",- თქვა სანიოლიმ.