ავტორიზაცია

ვემზადები თუ არა საქართველოდან ახალი ფეხბურთელის ტრანსფერისთვის? - კრისტიან ძაკარდოს კომენტარი

ვემზადები თუ არა საქართველოდან ახალი ფეხბურთელის ტრანსფერისთვის? - კრისტიან ძაკარდოს კომენტარი
თარიღი 24 სექ 2022, 13:56

ხვიჩა კვარაცხელიას იტალიურ "ნაპოლიში" ტრანსფერის ერთ-ერთმა შუამავალმა და საფეხბურთო აგენტმა კრისტიან ძაკარდომ Corriere della Sera-სთან  ქართულ კლუბებთან ურთიერთობაზე და შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა. 

"რთულია თუ არა ქართულ კლუბებთან და მათ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა? ვფიქრობ, რომ ხანდახან მარტივ თემებთან დაკავშირებით ურთიერთობაც კი რთულია, ისევე როგორც, რთული საკითხები შეიძლება გამარტივდეს.

ეს ყველაფერი ასევე დამოკიდებულია იმაზე თუ ვისთან გაქ ურთიერთობა. ჩემი ამჟამინდელი საქმე მშვენიერია, მაგრამ მარტივი სულაც არ არის.

ვემზადები თუ არა საქართველოდან შემდეგი მოთამაშის ტრანსფერისთვის? ახლა, საქართველოში ეროვნული ნაკრების მატჩი ვნახე. SERIA A-ში ახალი ქართველი ფეხბურთელების გადმოსვლა არ გამიკვირდება. ეს ქვეყანა როგორც ფეხბურთის ისევე სხვა მიმართულებითაც ძალიან ძლიერად ვითარდება. ",- თქვა ძაკარდომ.