ავტორიზაცია

"ეს ტიტული სჭირდებოდა და მოიგო კიდეც", - სერხიო ბუსკეტსმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"ეს ტიტული სჭირდებოდა და მოიგო კიდეც", - სერხიო ბუსკეტსმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
თარიღი 25 სექ 2022, 21:51

სერხიო ბუსკეტსმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ ბუსკეტსი და მესი ერთად მთელი კარიერის მანძილზე „ბარსელონაში“ თამაშობდნენ, სანამ არგენტინელი 2021 წელს გუნდიდან წავიდოდა.

„მესის სანაკრებო ტიტულის მოგება ძალიან სჭირდებოდა და მან ეს მოახერხა, როცა კოპა ამერიკა მოიგო.

იმედია, ის მაქსიმალურად კარგად ითამაშებს ნაკრები, იქამდე, სანამ სანაკრებო კარიერას არ დაასრულებს.

ის ჩემი მეგობარია და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.“ - აღნიშნა ესპანეთის ნაკრების და „ბარსელონას“ ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ზაფხულამდე მესის კოპა ამერიკას სამი ფინალი ჰქონდა წაგებული, მეოთხეში კი „ალბისელესტემ“ „მარაკანაზე“ ბრაზილიას 1:0 მოუგო და ტიტულს დაეუფლა.