როგორი იქნება საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დღევანდელ მატჩში?

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩს საქართველოს ნაკრები სტუმრად გიბრალტარის წინააღმდეგ 22:45 საათზე გამართავს.
საინტერესოა, როგორი იქნება საქართველოს ნაკრების შემადგენლობა აღნიშნულ შეხვედრაში.
როგორც თავად ვილი სანიოლმა განაცხადა, ცვლილებები იქნება, თუმცა ყველა ფეხბურთელი არ შეიცვლება.
მეკარე: გიორგი ლორია
მცველები: საბა კვერკველია, გურამ კაშია, ლუკა ლოჩოშვილი
ნახევარმცველები: საბა ლობჟანიძე, ნიკა კვეკვესკირი, ანზორ მექვაბიშვილი, ირაკლი აზაროვი
თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია, ჟორჟ მიქაუტაძე, ვაკო ყაზაიშვილი