ავტორიზაცია

[პრევიუ] აუცილებლად მოსაგები მატჩი, სუსტ მეტოქესთან - გიბრალტარი VS საქართველო

[პრევიუ] აუცილებლად მოსაგები მატჩი, სუსტ მეტოქესთან - გიბრალტარი VS საქართველო
თარიღი 26 სექ 2022, 11:13

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს დღეს საქართველოს ნაკრები სტუმრად გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს.

ეროვნული ნაკრები გიბრალტარში მალაგადან ჩავიდა. 6 საათიანი ფრენისა და 2 საათანი გზის შემდეგ, ნაკრები გიბრალტარში დაბინავდა და მეორე დღეს მატჩის წინა დასკვნითი ვარჯიში გამართა.

სამწუხაროდ, წინა მატჩის მსგავსად, დღესაც, საქართველოს ნაკრებს მაღალი ტემპერატურის გამო გიორგი ჩაკვეტაძე არ ეყოლება.

ვილი სანიოლმა დაადასტურა, რომ გიბრალტართან მატჩში ნაკრების კარს გიორგი ლორია დაიცავს და იქნეაბ რამდენიმე ცვლილება. გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში მასპინძლის სტატუსს ოფიციალურად მოიპოვებს.

"ხელოვნურ საფარზე ვთამაშობთ, თუმცა ეს პრობლემა არაა. რა თქმა უნდა, შემადგენლობაში ცვლილებები იქნება, თუმცა 11-ვე მოთამაშე არ შეიცვლება.კარგია, რომ ასეთი კარგი პერიოდი გვიდგას. კვარაცხელია, მამარდაშვილი, დავითაშვილი - ეს ფეხბურთელები ტოპ ლიგებში თამაშობენ და ქართული ფეხბურთის სახელი ფართო ასპარეზზე გააქვთ. არის თუ არა ეს პერიოდი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო? - ეს ხალხმა უნდა განსაჯოს. ხვალინდელ მატჩში ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. 10-მატჩიანი წაუგებელი სერია გვაქვს. ამას ბევრი მიზეზი გაქვს. მაგალითად ის, რომ ამ პერიოდში ტრავმირებული ფეხბურთელი ბევრი არ გვყავდა, შევთამაშდით და ვიპოვნეთ ახალი სქემა და ფილოსოფია. მოხარული ვარ, რომ ორი მაღალი დონის მეკარე მყავს. ჩემთვის პირველი და მეორე მეკარე არ არსებობს, ორივე გამორჩეულია. ხვალ კარს გიორგი ლორია დაიცავს", - განაცხადა სანიოლმა.

საინტერესო ფაქტები

ბოლო 2 გასვლით მატჩში საქართველოს ნაკრებმა 8 გოლი გაიტანა

C ლიგაში აღზევების შემდეგ, გიბრალტარის ნაკრები ოფიციალურად კვლავ D ლიგაში ითამაშებს.

თუ დღეს საქართველოს ნაკრები არ წააგებს, სანიოლი ქეცბაიას რეკორდს მოხსნის, ამჟამად ორივე მწვრთნელს 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

ბოლო 12 მატჩში გიბრალტარის ნაკრების მეკარემ 43 გოლი გაუშვა.

ერთა ლიგის ბოლო 5 მატჩიდან 4-ში, საქართველოს ნაკრები ბოლო 30 წუთში მინიმუმ ერთ გოლს იტანს.

ბოლოს გიბრალტარის ნაკრებმა 2020 წლის ოქტომბერში, ლიხტენშტეინის წინააღმდეგ მოიგო.

საქართველო და გიბრალტარი ერთმანეთს სულ 5-ჯერ შეხვდნენ და ყველა ჩვენმა ნაკრებმა მოიგო, თან ისე, რომ მხოლოდ 2 გოლი გაუშვა.

გიბრალტარი - საქართველო

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი
26 სექტემბერი, 22:45 (თბილისის დროით)
ვიქტორიას სტადიონი, გიბრალტარი
მთავარი მსაჯი: რობერტ ჰარვი (ირლანდია)

სავარაუდო შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია

მცველები: საბა კვერკველია, გურამ კაშია, ლუკა ლოჩოშვილი

ნახევარმცველები: საბა ლობჟანიძე, ნიკა კვეკვესკირი, ანზორ მექვაბიშვილი, ირაკლი აზაროვი

თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია, ჟორჟ მიქაუტაძე, ვაკო ყაზაიშვილი

ავტორი ბაჩო ცალუღელაშვილი