ორი გამარჯვების შემდეგ - რომელ ადგილს იკავებს საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში?

უეფას ერთა ლიგის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები გიბრალტარს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა.
ორი გამარჯვების და C დივიზიონის მოგების შემდეგ საქართველოს ნაკრებს FIFA-ს რეიტინგში 10.88 ქულა მეომატა და 78-ე ადგილს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ ამ სანაკრებო ფანჯრამდე საქართველო 82-ე ადგილს იკავებდა და წარმატებული მატჩების შემდეგ რეიტინგში ოთხი კონკურენტი ბოლოვია, ჰონდურასი, გაბონი და ჩინეთი ჩამოიტოვა.