ავტორიზაცია

მაგუაიერი გერმანიასთან მატჩის შემდეგ: "შეცდომები თამაშის ნაწილია, ბოდიშს ვიხდი"

მაგუაიერი გერმანიასთან მატჩის შემდეგ: "შეცდომები თამაშის ნაწილია, ბოდიშს ვიხდი"
თარიღი 27 სექ 2022, 16:36

ჰარი მაგუაიერმა ერთა ლიგაზე გერმანიასთან მატჩში (3:3)  დაშვებული შეცდომის გამო ბოდიში მოიხადა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ინგლისელმა მცველმა საკუთარ საჯარიმოსთან არაზუსტი პასი გააკეთა, რის შემდეგაც მუსიალას წინააღმდეგ იუხეშა და თერთმეტმეტრიანი აიკიდა. 

"შეცდომები თამაშის ნაწილია, ბოდიშს ვიხდი. ბიჭებმა შესანიშნავი დამოკიდებულება გამოიჩინეს და თამაშს დაუბრუნდნენ.

პოზიტივს გამოვიტანთ და მოუთმენლად ველით ყატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს. მძიმე დრო გაგვაძლიერებს“, - თქვა მაგუაიერმა.