კატასტროფული ბურთების შეფარდება! საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი ქულის გარეშე დაასრულა

2023 წლის, 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები მონტენეგროს დაუპირისპირდა.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ზედიზედ მესამე შეხვედრაში (1:3) დამარცხდა.
ანგარიში 43-ე წუთზე მონტენაგროელთა მცველმა ბოიან პავიჩევიჩმა გახსნა. 54-ე წუთზე ნიკოლოზ ცხოვრებაშვილმა წონასწორობა აღადგინა, თუმცა 73-ე და 77-ე წუთებზე მეტოქე გუნდმა კიდევ ორი გოლი გაიტანა და სამი ქულა მოიპოვა.
ამრიგად, ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდმა საკვალიფიკაციო რაუნდი 0 ქულით დაასრულა და ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია. საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე მხოლოდ ორი გოლი გაიტანა, საკუთარ კარში კი 12 მიიღო.