ავტორიზაცია

"მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი ყოველდღე არ გიკაკუნებს", - ბაიერნის სამიზნე ჩაშლილ ტრანსფერს განიცდის

"მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი ყოველდღე არ გიკაკუნებს", - ბაიერნის სამიზნე ჩაშლილ ტრანსფერს განიცდის
თარიღი 27 სექ 2022, 21:48

„ლაიპციგის“ ნახევარმცველმა, კონრად ლეიმარმა „ბაიერნში“ არშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა.

„ამ ნაბიჯის გადასადგმელად ჯერ კიდევ წინა ზაფხულს ვიყავი მზად, ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ „ლაიპციგის“ დასტური არ მოსულა.

ერთის მხრივ, ეს სასიამოვნოა, რამეთუ ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვარ. მაგრამ მეორეს მხრივ, რთულიცაა, იმიტომ რომ ამაზე ბევრი გეფიქრება. საბოლოოდ შევეგუე, რადგან ცხოვრება გრძელდება.

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი კარზე ყოველდღე არ გიკაკუნებს, მაგრამ ახლა ვეღარაფერს შევცვლით. მირჩევნია, ვკონცენტრირდე იმაზე, რაც ახლა და დღეს ხდება. თუ ბევრს ვიფიქრებ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გამომრჩება.“ - აღნიშნა ავსტრიელმა ფეხბურთელმა.