ავტორიზაცია

დე ლიგტი: "ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის სულ იბრძვის, იუვენტუსში კი ეს შეგრძნება ნაკლებად მქონდა"

დე ლიგტი: "ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის სულ იბრძვის, იუვენტუსში კი ეს შეგრძნება ნაკლებად მქონდა"
თარიღი 20 სექ 2022, 23:57

მატეის დე ლიგტი „იუვენტუსიდან“ „ბაიერნში“ გადასვლას წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.

„ჩემთვის, „ბაიერნში“ გადასვლა, გუნდური თვალსაზრისით, წინგადადგმული ნაბიჯია. „იუვენტუსი“ - ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ მეჩვენება, რომ „ბაიერნი“, შემადგენლობიდან გამომდინარე, გაცილებით მეტად აცხადებს პრეტენზიას ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე. „იუვენტუსში“ კი ეს შეგრძნება გაცილებით ნაკლებად მქონდა.

სათამაშო დროის ნაკლებობა არ მაღელვებს. პირველ სამ მატჩში თითქმის არ მითამაშია, იმიტომ რომ აქ გადმოსვლამდე ცოტა ვივარჯიშე. ბოლო რვა მატჩიდან ექვსი ჩავატარე და ძალიან კმაყოფილი ვარ სათამაშო წუთებით, ასევე იმითაც, თუ როგორ ჩაიარა ჩემმა პირველმა ორმა თვემ ამ გუნდში.

„ბაიერნის“ ინტერესი 2019 წელს? მაშინ ტრანსფერი არ შედგა. მგონი, იმ ზაფხულს კლუბმა ლუკა ერნანდესი დაიმატა. მე სულ ვფიქრობდი, რომ ეს შესანიშნავი გუნდია.“ - აღნიშნა ნიდერლანდელმა.