ავტორიზაცია

მადრიდის ატლეტიკო ნაპოლის მცველით ინტერესდება

მადრიდის ატლეტიკო ნაპოლის მცველით ინტერესდება
თარიღი 26 ნოე 2022, 11:44
სამხრეთ კორეის ნაკრებისა და "ნაპოლის" ცენტრალურ მცველს კიმ მინ ჯეს კარიერის ესპანეთის ჩემპიონატში გაგრძელების ვარიანტი აქვს. Fichajes-ის ჟურნალისტების ცნობით, მადრიდის ატლეტიკო 26 წლის ფეხბურთელის შეძენით დაინტერესებულია.

ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონ ევროდ არის შეფასებული. მცველის ნეაპოლურ კლუბთან შრომითი ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში კიმმა 14 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ორი გოლი გაიტანა და ორი ყვითელი ბარათი მიიღო.

სერია A-ს 15 ტურის შემდეგ "ნაპოლი" სატურნირო ცხრილში 8 ქულით ლიდერობს.