"ამ ტურნირზე ჩვენი გუნდი ფარული ფავორიტი მგონია “- კევინ დე ბრუინი
ბელგიის ნაკრების და მანჩესტერ "სიტის" ლიდერმა, კევინ დე ბრუინმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე "წითელი ეშმაკების" ტურნირის მოგების შანსები შეაფასა.
"ჩვენი საუკეთესო შანსი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იყო. ფეხბურთელების შესანიშნავი თაობა გვყავს, მაგრამ ის უკვე დაბერდა. გარდა ამისა, ახლა გუნდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არ თამაშობს.
"ჩვენი საუკეთესო შანსი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იყო. ფეხბურთელების შესანიშნავი თაობა გვყავს, მაგრამ ის უკვე დაბერდა. გარდა ამისა, ახლა გუნდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არ თამაშობს.
ახალგაზრდები ავსებენ გუნდს, მაგრამ ახლა არ ვართ იმ დონეზე, რაც 2018 წელს გვქონდა. ამ ტურნირზე ჩვენი გუნდი ფარული ფავორიტი მგონია. “, - თქვა დე ბრუინმა.
ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ბელგიამ კანადა მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ბელგიამ კანადა მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.