კაზემირომ რონალდუს იუნაიტედიდან წასვლის შესახებ ისაუბრა
მანჩესტერ "იუნაიტედის" ნახევარმცველმა კაზემირომ ინგლისური გრანდიდან პორტუგალიელი თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს წასვლაზე ისაუბრა.
„კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ მასთან კონტაქტი არ მქონია. რონალდუ ზრდასრული კაცია, მან იცის რა არის მისთვის საუკეთესო. რა თქმა უნდა სამწუხაროა, როცა ასეთი ფეხბურთელი მიდის.
„კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ მასთან კონტაქტი არ მქონია. რონალდუ ზრდასრული კაცია, მან იცის რა არის მისთვის საუკეთესო. რა თქმა უნდა სამწუხაროა, როცა ასეთი ფეხბურთელი მიდის.
ის არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. მინდა მას ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო. დაე, მან განაგრძოს შესანიშნავი ფეხბურთის ჩვენება“, - თქვა კაზემირომ.
შეგახსენებთ, რომ რონალდუმ და მანჩესტერ "იუნაიტედმა" ორმხრივი შეთანხმებით შრომითი ხელშეკრულება გაწყვიტეს. კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე იყო ძალაში.